31 მაისი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT5360 - კონკურსი მზის წყალგამაცხელებლების, ენერგოეფექტური ღუმელების, ბიომასის ბრიკეტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ „მწვანე რეგიონები” პროექტის: „ზემო იმერეთის მთის ტყეების შენარჩუნება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს შემდეგი ნივთების და მომსახურების შესყიდვაზე.
მზის წყალგამაცხელებელი 24 ცალი შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებითა და პირობებით:
- თბოიზოლირებული ავზის ტევადობა - არანაკლებ 140 ლიტრი;
- მზის ენერგიის მშთანთქმელი დაახლოებით 2 კვ.მ.
- მზის წყალაგამაცხელებლის სიმძლავრე - დაახლოებით 2 კვტ;
- სრული მონტაჟი ინდივიდუალურ სახლზე 12 სოფელში 24 ლოკაციაზე;
- საგარანტიო ვადა და საგარანტიო მომსახურება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში;
შეშის ენერგოეფექტური ღუმელი:
- შეშის ენერგოეფექტური ღუმელი 24 ცალი:
- შეშის ღუმელის ენერგოეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 65 %-ის.
ბიომასისი ბრიკეტები:
- რაოდენობა 960 კგ.
- დასამზადებლად გამოყენებული მასალა-მწვანე ნარჩენები
პროექტი ხორცილედება ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე რეგიონები“. წარმოდგენილი ინფორმაცია არ ასახავს BP-ის, მისი პარტნიორების და სი-თი-სი-ს მოსაზრებებს.
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 6 -6 სოფელში; ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლები: ფუთი, კლდეეთი, კინოთი, ილემი, ვაშპარიანი, იგორეთი. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფლები : საზანო, შიმშილა ქედი, მუჯირეთი, სკანდე, ჩიხორი, დელტასუბანი.
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მასალის, გაწეული შრომის ღირებულებას სატრანსპორტო ხარჯებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს;
- კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორმა ტექნოლოგიების მონტაჟი უნდა განახორციელოს 2019 წლის 20 სექტებრამდე;
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადის ჩათვლით, უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ზრდას; კონკურსანტმა უნდა მიუთითოს არის თუ არა დღგ-ს გადამხდელი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 2019 წლის 31 მაისის დღის 16:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტებია:
- რეკვიზიტები (კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი)
- ფასების ცხრილი (დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება/ლარი ფასი/ ჯამი, მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია)
- სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკი;
- პროდუქტის საექსპლუატაციო ვადა;
- პროდუქტის საგარანტიო ვადა;
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სასურველია კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ ორი ცალი)
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე; (ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი/სასაქონლო ზედნადები ან ანგარიშ ფაქტურა )
დამატებითი პირობები:
- კონკურსში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარის ინფორმირება დანადგარების ექსპლოატაციის წესების შესახებ;
- კონკურსის მიხედვით უპირატესობა ენიჭება ხარისხს.
- თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციას;
- კონტრაქტორისათვის თანხის ანაზღაურება განხორციელდება ექსპლოატაციაში გადაცემული ერთეულების შესაბამისად; მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა:
- კონკურსში მონაწილემ საკონკურსო დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით ელ. ფოსტებზე : tender-ecoawards.greenregion@ctc.org.ge და greensregion@gmail.com (სავალდებულოა განაცხადის ორივე ელ. ფოსტაზე წარდგენა)
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არარსებობის შესახებ;
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ეთო ჯინჭარაძეს
ტელეფონი: 555 120 721
ელ.ფოსტა: greensregion@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები