ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5360 - კონკურსი მზის წყალგამაცხელებლების, ენერგოეფექტური ღუმელების, ბიომასის ბრიკეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ  „მწვანე რეგიონები” პროექტის: „ზემო იმერეთის მთის ტყეების შენარჩუნება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს შემდეგი ნივთების და მომსახურების შესყიდვაზე. 

მზის წყალგამაცხელებელი 24 ცალი შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებითა და პირობებით:

  • თბოიზოლირებული ავზის ტევადობა - არანაკლებ 140 ლიტრი;
  • მზის ენერგიის მშთანთქმელი დაახლოებით 2 კვ.მ.
  • მზის წყალაგამაცხელებლის სიმძლავრე - დაახლოებით 2 კვტ;
  • სრული მონტაჟი ინდივიდუალურ სახლზე 12 სოფელში 24 ლოკაციაზე;
  • საგარანტიო ვადა და საგარანტიო მომსახურება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში;

შეშის ენერგოეფექტური ღუმელი:

  • შეშის ენერგოეფექტური ღუმელი 24 ცალი:
  • შეშის ღუმელის ენერგოეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 65 %-ის.

ბიომასისი ბრიკეტები:

  • რაოდენობა 960 კგ.
  • დასამზადებლად გამოყენებული მასალა-მწვანე ნარჩენები

პროექტი ხორცილედება ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია  BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე რეგიონები“.  წარმოდგენილი ინფორმაცია არ ასახავს BP-ის, მისი პარტნიორების და სი-თი-სი-ს მოსაზრებებს.

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 6 -6 სოფელში; ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლები: ფუთი, კლდეეთი, კინოთი, ილემი, ვაშპარიანი, იგორეთი. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფლები : საზანო, შიმშილა ქედი, მუჯირეთი, სკანდე, ჩიხორი, დელტასუბანი. 
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მასალის, გაწეული შრომის ღირებულებას სატრანსპორტო ხარჯებს და  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს;
  • კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორმა ტექნოლოგიების მონტაჟი უნდა განახორციელოს  2019 წლის 20 სექტებრამდე;
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადის ჩათვლით, უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ზრდას; კონკურსანტმა  უნდა მიუთითოს არის თუ არა დღგ-ს გადამხდელი.  

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 2019 წლის 31 მაისის დღის 16:00 საათამდე. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტებია:

  • რეკვიზიტები (კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი)
  • ფასების ცხრილი (დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება/ლარი  ფასი/ ჯამი, მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია)
  • სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკი;
  • პროდუქტის საექსპლუატაციო ვადა;
  • პროდუქტის საგარანტიო ვადა;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • სასურველია კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები; (მინიმუმ ორი ცალი)
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე; (ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი/სასაქონლო ზედნადები ან ანგარიშ ფაქტურა )

დამატებითი პირობები: 

  • კონკურსში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარის ინფორმირება დანადგარების ექსპლოატაციის წესების შესახებ;
  • კონკურსის მიხედვით უპირატესობა ენიჭება ხარისხს.
  • თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციას;
  • კონტრაქტორისათვის თანხის ანაზღაურება განხორციელდება ექსპლოატაციაში გადაცემული ერთეულების შესაბამისად; მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა:

  • კონკურსში მონაწილემ საკონკურსო დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით ელ. ფოსტებზე : tender-ecoawards.greenregion@ctc.org.ge და greensregion@gmail.com (სავალდებულოა განაცხადის ორივე ელ. ფოსტაზე წარდგენა)

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არარსებობის შესახებ;

ორგანიზაციულ  საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ეთო ჯინჭარაძეს
ტელეფონი: 555 120 721 
ელ.ფოსტა: greensregion@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები