ჩაბარების ვადა:
3 ივნისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5411 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვაზე, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვაზე, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში:
დასახელება |
აღწერა |
სავარაუდო წლიური შესასყიდი რაოდენობა* |
ერთეულის ფასი** |
ჯამი |
ბალონი |
19 ლ. |
42’000 ცალი |
||
ერთჯერადი ჭიქა |
100 ც. |
75’000 შეკვრა |
||
სულ ფასი: |
შენიშვნა:
- რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები დროებით სარგებლობაში მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე, საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 360 ობიექტს, სადაც განთავსებული იქნება დაახლოებით 590 დისპენსერი.
- შემოთვაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მასშტაბით; ტრანსპორტირება ასევე მოიცავს დისპენსერების/ბიდონების ობიექტებამდე მიწოდებას (იგულისხმება სართულებზე ატანა, შიდა ტერიტორიებზე გადაადგილება)
- თბილისის მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს, ხოლო რეგიონების მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან ორი-სამი დღის ვადაში;
- დისპენსერის დაზიანების შემთხვევაში ჩანაცვლება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ორი დღის ვადაში;
- დამატებითი დისპენსერი მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში;
- ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
- აუცილებელი მოთხოვნაა რომ სასმელი წყალი შეესაბამებოდეს საქართველოში დადგენილ ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებსა და სანიტარულ მოთხოვნებს;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 ან 2 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3)
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 3 ივნისის 17:00 საათამდე;
- ტენდერი ტარდება შემდეგ ვებ-მისამართზე www.tenders.ge
- ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით. (ვაჭრობის ბიჯი 1000 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი