ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5411 - ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვაზე, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვაზე, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში:

დასახელება

აღწერა

სავარაუდო წლიური შესასყიდი რაოდენობა*

ერთეულის ფასი**

ჯამი

ბალონი

19 ლ.

42’000 ცალი

   

ერთჯერადი ჭიქა

100 ც.

75’000 შეკვრა

   
     

სულ ფასი:

 


შენიშვნა:

  • რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად
  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები დროებით სარგებლობაში მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე, საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 360 ობიექტს, სადაც განთავსებული იქნება დაახლოებით 590 დისპენსერი.
  • შემოთვაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მასშტაბით; ტრანსპორტირება ასევე მოიცავს დისპენსერების/ბიდონების ობიექტებამდე მიწოდებას (იგულისხმება სართულებზე ატანა, შიდა ტერიტორიებზე გადაადგილება)
  • თბილისის მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს, ხოლო რეგიონების მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან ორი-სამი დღის ვადაში;
  • დისპენსერის დაზიანების შემთხვევაში ჩანაცვლება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ორი დღის ვადაში;
  • დამატებითი დისპენსერი მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში;
  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 15 საბანკო დღის ვადაში;
  • აუცილებელი მოთხოვნაა რომ სასმელი წყალი შეესაბამებოდეს საქართველოში დადგენილ ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებსა და სანიტარულ მოთხოვნებს;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 ან 2 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3)

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 3 ივნისის 17:00 საათამდე;
  • ტენდერი ტარდება შემდეგ ვებ-მისამართზე www.tenders.ge
  • ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით. (ვაჭრობის ბიჯი 1000 ლარი).

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 მაისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00