
ჩაბარების ვადა:
14 ივნისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5441 - ტენდერი საავტომობილო ბრენდირებული აქსესუარების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს საავტომობილო ბრენდირებული აქსესუარების შესყიდვაზე 03/06-NEO-P/CARACC-19
აქსესუარების აღწერა:
- მობილური ტელეფონის საავტომობილო ბრენდირებული დამმუხტველი ჩასადები ჩანთით;
- ავტომობილის საქარე მინაზე დასამაგრებელი ბრენდირებული მზისგან დამცავი;
- ავტომობილის საქარე მინაზე დასამაგრებელი მობილური ტელეფონის ბრენდირებული დამჭერი (ჩასადები).
დართულ ფაილში,გთხოვთ, იხილოთ:
- შესავსები ფასების ცხრილი აქსესუარების ტექნიკური პარამეტრებით (დანართი N1);
- აქსესუარების ვიზუალის ფაილები.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
- 1 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
- 2 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 3 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში - განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- აღწერის შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში, საწყის ეტაპზე ნიმუშის წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
- შენიშვნა: ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია !!! - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ივნისი, 17:00 საათი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი,
მობ: 598 88 94 90;
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო პირი აქსესუარების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
სალომე ასლანიკაშვილი,
მობ: 599 43 92 29;
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის