ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5441 - ტენდერი საავტომობილო ბრენდირებული აქსესუარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს საავტომობილო ბრენდირებული აქსესუარების შესყიდვაზე 03/06-NEO-P/CARACC-19

აქსესუარების აღწერა:

  • მობილური ტელეფონის საავტომობილო ბრენდირებული დამმუხტველი ჩასადები ჩანთით;
  • ავტომობილის საქარე მინაზე დასამაგრებელი ბრენდირებული მზისგან დამცავი;
  • ავტომობილის საქარე მინაზე დასამაგრებელი მობილური ტელეფონის ბრენდირებული დამჭერი (ჩასადები).

დართულ ფაილში,გთხოვთ, იხილოთ:

  • შესავსები ფასების ცხრილი აქსესუარების ტექნიკური პარამეტრებით (დანართი N1);
  • აქსესუარების ვიზუალის ფაილები.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
    1 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
    2 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
    3 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • აღწერის შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში, საწყის ეტაპზე ნიმუშის წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
    - შენიშვნა: ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია !!!
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 201წლის 14 ივნისი, 17:00 საათი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი,
მობ: 598 88 94 90;
ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge

საკონტაქტო პირი აქსესუარების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 
სალომე ასლანიკაშვილი,
მობ: 599 43 92 29;

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის