
13 ივნისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5449 - ტენდერი თბილისში ორხევის დასახლებაში მშენებარე ქარხნის ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
გილემი აცხადებს ტენდერს თბილისში, ორხევის დასახლებაში მშენებარე ქარხნის ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე. კონსტრუქციების მწარმოებელია კომპანია TEKMESTAN. აწყობა ხდება ხრახნების გამოყენებით, ელექტროშედუღების გარეშე. კონსტრუქციის საერთო წონა 34 ტ. მაქსიმალური სიმაღლე - 4.5 მეტრი. მალის მაქსიმალური სიგრძე -6 მეტრი. დეტალური ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ დანართში.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება. განისაზღვროს მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების ფასი. ცალ-ცალკე იყოს მითითებული შრომის ანაზღაურება და ტექნიკით მომსახურების ხარჯები.
- სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 ივნისისა შემდეგ ელ. ფოსტაზე otosab@gmail.com შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ოთარ საბაშვილი
მობ: 577159000
ელ. ფოსტა: otosab@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები