ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5449 - ტენდერი თბილისში ორხევის დასახლებაში მშენებარე ქარხნის ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გილემი აცხადებს ტენდერს თბილისში, ორხევის დასახლებაში მშენებარე ქარხნის ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე. კონსტრუქციების მწარმოებელია კომპანია TEKMESTAN. აწყობა ხდება ხრახნების გამოყენებით, ელექტროშედუღების გარეშე. კონსტრუქციის საერთო წონა 34 ტ. მაქსიმალური სიმაღლე - 4.5 მეტრი. მალის მაქსიმალური სიგრძე -6 მეტრი. დეტალური ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ დანართში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება. განისაზღვროს მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების ფასი. ცალ-ცალკე იყოს მითითებული შრომის ანაზღაურება და ტექნიკით მომსახურების ხარჯები.
  • სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 ივნისისა შემდეგ ელ. ფოსტაზე otosab@gmail.com შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ოთარ საბაშვილი
მობ: 577159000
ელ. ფოსტა: otosab@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები