ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2019, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T5484 - ქსელური აპარატურის შესყიდვა (IT Hospitality)

  • გამომცხადებელი: სს საქართველოს უძრავი ქონება
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივნისი 2019 დრო 14:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს ქსელური აღჭურვილობის შესყიდვაზე.

ქსელური აღჭურვილობის (Active Network) სრული ჩამონათვალი მოცემულია ფასების ცხრილში. შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ აღჭურვილობისა და მათი მონტაჟის (Passive Network გარეშე).

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობები და ვადები;
  • მიწოდების ვადა;
  • შევსებული ფასების ცხრილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, მიწოდების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:

  • შემდგომი სერვისის დაუყოვნებელი მიწოდების საშუალება;
  • აქტიურად უნდა იყოს ჩართული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • სერვისის შემდგომი მხარდაჭერა მომსახურების დონის შეთანხმების ხელშეკრულების შესაბამისად (Service Level Agreement);
  • სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კონკრეტული ბრენდები არის სავარაუდო, მისაღებია ანალოგიური ფუნქციის სხვა ბრენდის აღჭურვილობის წარმოდგენა ნებისმიერ პოზიციაზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის, 21 ივნისისა, 14:00 სთ.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე, პრეტენდენტმა უნდა დააფიქსიროს მონაწილეობის მიღების სურვილი მითითებულ ელ. ფოსტაზე mokhanashvili@m2.ge მოწერით არაუგვიანეს 14 ივნისი 18:00 სთ.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეო ოხანაშვილი
ტელ: 577921777
ელ-ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 32400000 ქსელები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

1. • Wi-Fi Access Points: • Quantity: according to heat-map of a site survey - როგორ შეიძლება რაოდენობების დადგენა - რაიმე ნახაზებს მოგვცემთ? 2. WIFI access points: minimum: -65dBm - რომელ სიხშირეზე უნდა იყოს 2.4 Ghz თუ 5 Ghz? 3. WIFI Controller: • შესაძლებელია თუ არა რომ იყოს ვირტუალური? 4. WIFI სისტემის ინსტალაციის შემდგომ დაფარვის ხარისხის შემოწმება თუ მოხდება და რა მეთოდოლოგიით? 5. Core Switch - მოთხოვნილია Aruba-ს კონკრეტული მოდელი, ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში გვაინტერესებს მოთხოვნილი შემდეგი სამი პარამეტრი რამდენად მნიშვნელოვანია: • 2 x 8-port 10GBase-T v3 module (J9995A) • 4-port 10GbE SFP+ v3 module (J9990A) • საჭიროა თუ არა POE 6. Access Switches: პორტების რაოდენობა არ არის დაზუსტებული, ასევე POE რა სიმძლავრის უნდა იყოს? 7. Tranceivers - ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოთხოვნილია, რომ SFP+ და SFP BI-DI თავსებადი უნდა იყოს Aruba - თან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პრეტენდერი გთავაზობთ ალტერნატიულ მწარმოებელს (არა HPE), შესაბამისად Tranceivers თავსებადი უნდა იყოს იმ მწარმოებელთან თუ ამ პროექტიდან დამოუკიდებლად გჭირდებათ Tranceivers და ისინი ყველა შემთხვევაში Aruba - თან თავსებადი უნდა იყოს? 8. CCTV - კამერების რაოდენობა უცნობია 9. ქსელური აღჭურვილობის (Active Network) სრული ჩამონათვალი მოცემულია ფასების ცხრილში. - რომლით უნდა ვიხელმძღვანელოთ ფასების ცხრილით თუ ტექნიკური დოკუმენტაციით, რადგან ამ ორს შორის სხვაობაა. მაგ: ფასების ცხრილში მოთხოვნილია სერვერები, რომელიც ტექნიკურში საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო პირიქით ფასების ცხრილში არ არის ნახსენები CCTV სისტემა. ფასების ცხრილში ასევე ქსელის ნაწილზე რაოდენობები უკვე მითითებულია და მაგ რაოდენობებით ვიხელმძღვანელოთ? 10. შესაძლებელი თუ არა ალტერნატიული მწარმოებლის Gateway-ს შემოთავაზება, თუ კი იქნება დაგვიკონკრეტოთ ტექნიკური პარამეტრები? 11. ფასები აშშ დოლარში უნდა იყოს მოცემული (ფასთა ცხრილში აშშ დოლარია მითითებული)?