ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2019, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T5484 - ქსელური აპარატურის შესყიდვა (IT Hospitality)

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს ქსელური აღჭურვილობის შესყიდვაზე.

ქსელური აღჭურვილობის (Active Network) სრული ჩამონათვალი მოცემულია ფასების ცხრილში. შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ აღჭურვილობისა და მათი მონტაჟის (Passive Network გარეშე).

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობები და ვადები;
  • მიწოდების ვადა;
  • შევსებული ფასების ცხრილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, მიწოდების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს:

  • შემდგომი სერვისის დაუყოვნებელი მიწოდების საშუალება;
  • აქტიურად უნდა იყოს ჩართული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • სერვისის შემდგომი მხარდაჭერა მომსახურების დონის შეთანხმების ხელშეკრულების შესაბამისად (Service Level Agreement);
  • სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კონკრეტული ბრენდები არის სავარაუდო, მისაღებია ანალოგიური ფუნქციის სხვა ბრენდის აღჭურვილობის წარმოდგენა ნებისმიერ პოზიციაზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის, 21 ივნისისა, 14:00 სთ.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე, პრეტენდენტმა უნდა დააფიქსიროს მონაწილეობის მიღების სურვილი მითითებულ ელ. ფოსტაზე mokhanashvili@m2.ge მოწერით არაუგვიანეს 14 ივნისი 18:00 სთ.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეო ოხანაშვილი
ტელ: 577921777
ელ-ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 32400000 ქსელები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები