
ჩაბარების ვადა:
28 ივნისი 2019, 19:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5486 - ტენდერი გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრო მომარაგება, სუსტი დენები, ხანძარქრობა და წყალ-კანალიზაციაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. პრეტენდენტებს შეუძლიათ შესთავაზონ როგორც სრული, ასევე ნაწილი სამუშაოების შესრულება.
ტენდერის აღწერილობა:
იუნიქს დეველოპმენტი აშენებს სასტუმროს პეკინის ქუჩაზე და აცხადებს ტენდერს პროექტით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოებზე: გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრო მომარაგება, სუსტი დენები, ხანძარქრობა და წყალ-კანალიზაცია.
პრეტენდენტებს შეუძლიათ შესთავაზონ როგორც სრული, ასევე ნაწილი სამუშაოების შესრულება.
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ შეთავაზების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაცია:
- პროექტები
- ხარჯთაღრიცხვის ფაილი (სამუშაო)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება, შესრულებული პროექტების ჩამონათვალი.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტების გათვალისწინებით კომპანიამ უნდა წარადგინოს პროექტით გათვალისწინებული პროდუქტთა განფასება,მონტაჟის ღირებულება. (მიბმულ ფაილში)
- პროდუქციის დეტალური აღწერა: მწარმოებელი, გარანტია.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
სატენდერო მოთხოვნები:
- მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს მონტაჟის შემდგომ, სისტემის გამართულობასა და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
- პრეტენდენტებმა უნდა წარადგინონ პროდუქციის მიწოდების და მონტაჟის დროის გეგმა-გრაფიკი.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.
- LUMP SUM - ტიპის ხელშეკრულება.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 28 ივნისი, 19:00 სთ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
აკაკი ყაველაშვილი
საკონტაქტო ნომერი: +995 568807730
ელ. ფოსტა: procurement@unix.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
- 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები