ჩაბარების ვადა:

28 ივნისი 2019, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5486 - ტენდერი გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრო მომარაგება, სუსტი დენები, ხანძარქრობა და წყალ-კანალიზაციაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. პრეტენდენტებს შეუძლიათ შესთავაზონ როგორც სრული, ასევე ნაწილი სამუშაოების შესრულება.

ტენდერის აღწერილობა:

იუნიქს დეველოპმენტი აშენებს სასტუმროს პეკინის ქუჩაზე და აცხადებს ტენდერს პროექტით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოებზე: გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრო მომარაგება, სუსტი დენები, ხანძარქრობა და წყალ-კანალიზაცია.

პრეტენდენტებს შეუძლიათ შესთავაზონ როგორც სრული, ასევე ნაწილი სამუშაოების შესრულება.

თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ შეთავაზების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაცია:

  • პროექტები
  • ხარჯთაღრიცხვის ფაილი (სამუშაო)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება, შესრულებული პროექტების ჩამონათვალი.
  • პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.

წინადადების წარდგენის წესი:

  • არსებული პროექტების გათვალისწინებით კომპანიამ უნდა წარადგინოს პროექტით გათვალისწინებული პროდუქტთა განფასება,მონტაჟის ღირებულება. (მიბმულ ფაილში)
  • პროდუქციის დეტალური აღწერა: მწარმოებელი, გარანტია.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს მონტაჟის შემდგომ, სისტემის გამართულობასა და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
  • პრეტენდენტებმა უნდა წარადგინონ პროდუქციის მიწოდების და მონტაჟის დროის გეგმა-გრაფიკი.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.
  • LUMP SUM - ტიპის ხელშეკრულება.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 28 ივნისი, 19:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
აკაკი ყაველაშვილი
საკონტაქტო ნომერი: +995 568807730
ელ. ფოსტა: procurement@unix.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
  • 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 ივნისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა