ჩაბარების ვადა:
15 ივლისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5539 - ტენდერი ზემო სამგორის ს.ს. ქვემო მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს " Polyvim " აცხადებს ტენდერს ზემო სამგორის ს.ს. ქვემო მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობაზე.
გთხოვთ, თანდართულ ფაილებში იხილოთ შემდეგი:
- ნახაზები;
- ტექნიკური დავალება;
- არხის მფლობელის ნებართვა;
- გარდაბნის მერიის თანხმობა;
- ექსპერტიზის დასკვნა.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება იმ გადასახადების ჩათვლით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მსგავსი საქმიანობის შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტული ორგანიზაციის, პერიოდის, იმავე საქმიანობის განხორციელებისას წარმოქმნილი დაზიანების ან დანაკარგის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების პირობების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- - წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობით.
საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 5 მსგავსი პროექტის წარმატებით დასრულების გამოცდილება EPC (პროექტირება-შესყიდვა-მშენებლობა) ან PC (პროექტირება-მშენებლობა) პირობით
- ღია არხებზე და მიმდინარე არხებზე მშენებლობის გამოცდილება;
პოტენციური გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, დამკვეთი უფლებას იტოვებს, მოითხოვოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია და, ასევე, ხელშეკრულების ხელმოწერამდე ნებისმიერი მიზეზით გადაავადოს გაათავისუფლოს და უარი თქვას პოტენციურ ქვეკონტრაქტორზე:
- ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ პოტენციური ქვეკონტრაქტორი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ იმყოფება გაკოტრების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის ქვეშ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის შესახებ, რომ პირის მიმართ არ არსებობს საჯარო შეზღუდვები;
დოკუმენტების წარდგენის წინადადება:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე და დაბეჭდილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტზე და ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსია დისკის სახით.ბეჭედს, დალუქვის ადგილას უნდა ჰქონდეს შტამპი ან/და ორგანიზაციის ხელმოწერა. კონვერტი დასათაურებული უნდა იყოს კანდიდატის სახელზე და მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება და ნომერი:
„ზემო სამგორის ს.ს. ქვემო მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობა“ # 03/06/19-Polyvim-S / INST-001
- გზავნილის მისამართი: თბილისი, გამრეკელის ქ., აქსის პალასი, #.02, მე-3 სართული, შპს Polyvim
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ჰასან საბოური, სამშენებლო ზედამხედველი.ელ-ფოსტა: hassan@polyvim.ge; საკონტაქტო ნომერი: 596666605
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი 2019, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები