ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5539 - ტენდერი ზემო სამგორის ს.ს. ქვემო მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს " Polyvim " აცხადებს ტენდერს ზემო სამგორის ს.ს. ქვემო მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობაზე.

გთხოვთ, თანდართულ ფაილებში იხილოთ შემდეგი:

  • ნახაზები;
  • ტექნიკური დავალება;
  • არხის მფლობელის ნებართვა;
  • გარდაბნის მერიის თანხმობა;
  • ექსპერტიზის დასკვნა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება იმ გადასახადების ჩათვლით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მსგავსი საქმიანობის შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტული ორგანიზაციის, პერიოდის, იმავე საქმიანობის განხორციელებისას წარმოქმნილი დაზიანების ან დანაკარგის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ. 
  • - წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობით.

საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 მსგავსი პროექტის წარმატებით დასრულების გამოცდილება EPC (პროექტირება-შესყიდვა-მშენებლობა) ან PC (პროექტირება-მშენებლობა) პირობით
  • ღია არხებზე და მიმდინარე არხებზე მშენებლობის გამოცდილება;

პოტენციური გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, დამკვეთი უფლებას იტოვებს, მოითხოვოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია და, ასევე, ხელშეკრულების ხელმოწერამდე ნებისმიერი მიზეზით გადაავადოს გაათავისუფლოს და უარი თქვას პოტენციურ ქვეკონტრაქტორზე:

  • ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ პოტენციური ქვეკონტრაქტორი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ იმყოფება გაკოტრების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის ქვეშ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმის შესახებ, რომ პირის მიმართ არ არსებობს საჯარო შეზღუდვები;

დოკუმენტების წარდგენის წინადადება:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე და დაბეჭდილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტზე და ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსია დისკის სახით.ბეჭედს, დალუქვის ადგილას უნდა ჰქონდეს შტამპი ან/და ორგანიზაციის ხელმოწერა. კონვერტი დასათაურებული უნდა იყოს კანდიდატის სახელზე და მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება და ნომერი:

„ზემო სამგორის ს.ს. ქვემო მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობა“ # 03/06/19-Polyvim-S / INST-001

  • გზავნილის მისამართი: თბილისი, გამრეკელის ქ., აქსის პალასი, #.02, მე-3 სართული, შპს Polyvim 
    - საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ჰასან საბოური, სამშენებლო ზედამხედველი.ელ-ფოსტა: hassan@polyvim.ge; საკონტაქტო ნომერი: 596666605

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი 2019, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები