ჩაბარების ვადა:
10 ივლისი 2019, 19:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5592 - ტენდერი სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სავიზიტო ბარათების შესყიდვის თაობაზე:
ბარათების აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
შენიშვნა:
- ჯამური შესყიდვის რაოდენობა წლის განმავლობაში იქნება 200’000, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი); ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადს;
სხვა პირობები:
- სავიზიტო ბარათების მოწოდება უნდა მოხდეს კვირაში ერთხელ, კვირის განმავლობაში მიღებული შეკვეთების მიხედვით;
- სავიზიტო ბარათები უნდა იყოს დახარისხებული და შეკრულელი თითო პირზე 100 ცალის ოდენობით. ენა უნდა იყოს დამკვეთის მიერ არჩეული: ქართული, ინგლისური, რუსული;
- მოწოდება ხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართებზე: თბილისი, გაგარინის 29ა ან თბილისი, ურეკის ქ.N2;
- ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ნიმუშები, რომლის მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, გაგარინის 29ა;
- სტანდარტული შეკვეთა ხდება თითო პირზე 100 ცალის ოდენობით, დამკვეთის მიერ მითითებული ენის მიხედვით: ქართული, ინგლისური, რუსული.
- ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 10 საბანკო დღის ვადაში;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტი, შევსებული ფასების ცხრილით;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კორპორატიული მომხმარებლების სია), რეკომენდაციები.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 10 ივლისი, 19:00 სთ;
- ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტების გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა