ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2019, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5592 - ტენდერი სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სავიზიტო ბარათების შესყიდვის თაობაზე:

ბარათების აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

შენიშვნა:

  • ჯამური შესყიდვის რაოდენობა წლის განმავლობაში იქნება 200’000, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად
  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი); ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადს;

სხვა პირობები:

  • სავიზიტო ბარათების მოწოდება უნდა მოხდეს კვირაში ერთხელ, კვირის განმავლობაში მიღებული შეკვეთების მიხედვით;
  • სავიზიტო ბარათები უნდა იყოს დახარისხებული და შეკრულელი თითო პირზე 100 ცალის ოდენობით. ენა უნდა იყოს დამკვეთის მიერ არჩეული: ქართული, ინგლისური, რუსული;
  • მოწოდება ხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართებზე: თბილისი, გაგარინის 29ა ან თბილისი, ურეკის ქ.N2;
  • ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ნიმუშები, რომლის მოწოდება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, გაგარინის 29ა;
  • სტანდარტული შეკვეთა ხდება თითო პირზე 100 ცალის ოდენობით, დამკვეთის მიერ მითითებული ენის მიხედვით: ქართული, ინგლისური, რუსული.
  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, საქონლის მოწოდების შემდგომ ერთიანი ანგარიშფაქტურით 10 საბანკო დღის ვადაში;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტი, შევსებული ფასების ცხრილით;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კორპორატიული მომხმარებლების სია), რეკომენდაციები.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 10 ივლისი, 19:00 სთ;
  • ერთეულის ფასი უნდა მიეთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტების გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ივლისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა