1 აგვისტო 2019, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT5673 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #18/07/2019-NEO/SERVICE
საპროექტო სამუშაოების აღწერა:
ნეოგაზის მფლობელობაში არსებული
- სამტრედიის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 1 კმ) ს.კ 34.08.64.014
- დიღმის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 6 კმ) ს.კ 01.13.01.001.080
- ლოჭინის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 150 მეტრი) ს.კ 81.10.27.445
- მარნეულის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 800 მ) ს.კ 83.02.12.049
წარმოდგენილი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სრული დოკუმენტაცია, კერძოდ:
- პროექტის მომზადება;
- ტრაექტორიის დადგენა;
- ტოპო აზომვითი ნახაზი;
- გეოლოგიური კვლევა;
- პროექტის ექსპერტიზა;
- ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სქემის მომზადება;
- ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა საჭირო უწყებებში შესათანხმებელი და ელექტრონულად ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და შეთანხმება;
- წარმოსადგენი პროდუქტი: - 10 ცალი სრულყოფილი ალბომი (ქაღალდის ვერსია) და ელ. ვერსიები - PDF, SHP და DWG ფორმატის ფაილების სახით;
- პროექტანტის უშუალო მონაწილეობა დოკუმენტაციის ატვირთვის პროცესში ( (პროექტის ელექტრონულად შეთანხმების შემთხვევაში);
- საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის ზედამხედველობა.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 01 აგვისტო, 15:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ავტო გაზგასამართი სადგურების გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოები / (#18/07/2019-NEO/SERVICE) წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით:
გიორგი გიორგაძე
საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები