Tenders.ge
ნეოგაზი

T5673 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 15:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #18/07/2019-NEO/SERVICE

საპროექტო სამუშაოების აღწერა:
ნეოგაზის მფლობელობაში არსებული

  • სამტრედიის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 1 კმ) ს.კ 34.08.64.014
  • დიღმის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 6 კმ) ს.კ 01.13.01.001.080
  • ლოჭინის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 150 მეტრი) ს.კ 81.10.27.445
  • მარნეულის აგგს-ის გაზსადენი მილის პროექტირება ( დაახლოებით 800 მ) ს.კ 83.02.12.049

წარმოდგენილი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სრული დოკუმენტაცია, კერძოდ:

  • პროექტის მომზადება;
  • ტრაექტორიის დადგენა;
  • ტოპო აზომვითი ნახაზი;
  • გეოლოგიური კვლევა;
  • პროექტის ექსპერტიზა;
  • ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სქემის მომზადება;
  • ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა საჭირო უწყებებში შესათანხმებელი და ელექტრონულად ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და შეთანხმება;
  • წარმოსადგენი პროდუქტი: - 10 ცალი სრულყოფილი ალბომი (ქაღალდის ვერსია) და ელ. ვერსიები - PDF, SHP და DWG ფორმატის ფაილების სახით;
  • პროექტანტის უშუალო მონაწილეობა დოკუმენტაციის ატვირთვის პროცესში ( (პროექტის ელექტრონულად შეთანხმების შემთხვევაში);
  • საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის ზედამხედველობა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 01 აგვისტო, 15:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ავტო გაზგასამართი სადგურების გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოები / (#18/07/2019-NEO/SERVICEწინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge

საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით:
გიორგი გიორგაძე 
საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია