ჩაბარების ვადა:
30 ივლისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5683 - ტენდერი „ალაზანი 2“ ჰესის ჰიდროგენერატორების სიხშირის რეგულიატორების რევიზიაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურებაზე, კერძოდ, „ალაზანი 2“ ჰესის ჰიდროგენერატორების სიხშირის რეგულიატორების რევიზიაზე #22/07/2019-GIEC-S/
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- „ალაზანი 2“ ჰესის გ1 და გ2 ჰიდროგენერატრის სიხშირის რეგულიატორის მოდელი „YNT-1800-T“, ავტომატური მართვის სისტემის რევიზია.
- ელექრტული მართვის სისტემის, მიკროკონტროლერის მუშაუნარიანობის, ინტერფეისების გამართულობის და პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება.
- მექანიკური და ჰიდრომექანიკური კვანძების, კერძოდ: სიჩქარის რეგულიატორის ქანქარა, მკვეთარა სერვოამძრავი, იზოდრომული მექანიზმი, გაღების შემზღუდველი მექანიზმი, მაღალი წნევის ტუმბო და ტუმბოს ამძრავი. სიჩქარის რეგულიატორის კავშირი და უკუკავშირი ავტომატური მართვის ელექტრონულ მექანიზმთან.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 30.07.2019, 17:00 სთ.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge; 568 76 76 59.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი