ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5683 - ტენდერი „ალაზანი 2“ ჰესის ჰიდროგენერატორების სიხშირის რეგულიატორების რევიზიაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურებაზე, კერძოდ, „ალაზანი 2“ ჰესის ჰიდროგენერატორების სიხშირის რეგულიატორების რევიზიაზე #22/07/2019-GIEC-S/

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  •  „ალაზანი 2“ ჰესის გ1 და გ2 ჰიდროგენერატრის სიხშირის რეგულიატორის მოდელი „YNT-1800-T“, ავტომატური მართვის სისტემის რევიზია.
  • ელექრტული მართვის სისტემის, მიკროკონტროლერის მუშაუნარიანობის, ინტერფეისების გამართულობის და პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება.
  • მექანიკური და ჰიდრომექანიკური კვანძების, კერძოდ: სიჩქარის რეგულიატორის ქანქარა, მკვეთარა სერვოამძრავი, იზოდრომული მექანიზმი, გაღების შემზღუდველი მექანიზმი, მაღალი წნევის ტუმბო და ტუმბოს ამძრავი. სიჩქარის რეგულიატორის კავშირი და უკუკავშირი ავტომატური მართვის ელექტრონულ მექანიზმთან.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 30.07.2019, 17:00 სთ.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge; 568 76 76 59.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი