5 აგვისტო 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5721 - ტენდერი ფულის შესაფუთი ვაკუუმის აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ფულის შესაფუთი ვაკუუმის აპარატების შესყიდვაზე.
ცხრილი #1
საქონლის დასახელება | ტიპი* | შესასყიდი რა-ბა | ერთ. ფასი (დოლარი) | ჯამური ფასი (დოლარი) | საგარანტიო პერიოდი (თვე) | მოწოდების ვადა (კლ. დღე) |
ფულის შესაფუთი ვაკუუმის აპარატი | MULTIVAC Baseline P300 | 10 ცალი | $ | $ | - | - |
*პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილისა.
- აპარატის ზომა:არაუმეტეს 550x 500x 400 მმ;
- წარმადობა: არანაკლებ 3ჯერ დალუქვა1 წთ-ში;
- დალუქვის ხარისხი:160 ≥ მიკრონის პოლიეთილენის პარკის მყარად შედუღება;
- აუცილებელია გააჩნდესდამღის სალტე ტვიფრის შესაძლებლობითდალუქვის ადგილზე;
- დალუქვის დრო:მაქსიმუმ 25წამი;
- ტუმბოების წარმადობა: 20 მ³/სთ-ში;
- ვაკუუმური სწრაფი გაჩერების ფუნქციით;
- დალუქვის შემდეგ სახურავისავტომატურიახდით;
- სამომხმარებლო კონსულტაცია/ტრენინგი და პრევენციულ/რეაქტიულ ტექნიკურ/სარემონტო სერვისის მოწოდება;
- აპარატებს უნდა მოყვებოდეს სერვის მანუალი და მომხმარებლის მანუალი. ასევე გახარჯვადი მასალა:ლენტი, ზეთი, ზეთის ფილტრი, სილიკონის ლენტი ტვიფრისთვის; ასევე დამატებით წარმოსადგენად სახარჯი და სათადარიგო მასალის ერთეულის ფასები:
ცხრილი #2
# | ლენტი | ზეთი | ზეთის ფილტრი | სილიკონის ლენტი (ტვიფრისთვის) | ზეთის ფილტრის თავსახური | ზამბარა ან დგუშები (არსებობის შემთხვევაში) | სახრახნისიანი ფეხები | ხუფის რეზინი |
ერთეულის ფასი |
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
- ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ თანხაზე 500 აშშ დოლარი.
- ვაჭრობა ტარდება მხოლოდ ცხრილი N1-ში მოცემული პროდუქტის ჯამურ თანხაზე.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 5 აგვისტო, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: აშშ დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობის ბიჯი: 500 აშშ დოლარი;
- ვაჭრობა გაიმართება ცხრილი #1-ში მოცემული პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები