ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5721 - ტენდერი ფულის შესაფუთი ვაკუუმის აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ფულის შესაფუთი ვაკუუმის აპარატების შესყიდვაზე.

ცხრილი #1

საქონლის დასახელება ტიპი* შესასყიდი რა-ბა ერთ. ფასი (დოლარი) ჯამური ფასი (დოლარი) საგარანტიო პერიოდი (თვე) მოწოდების ვადა (კლ. დღე)
ფულის შესაფუთი ვაკუუმის აპარატი MULTIVAC Baseline P300 10 ცალი $ $ - -

*პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილისა.

  1. აპარატის ზომა:არაუმეტეს 550x 500x 400 მმ;
  2. წარმადობა: არანაკლებ 3ჯერ დალუქვა1 წთ-ში;
  3. დალუქვის ხარისხი:160 ≥ მიკრონის პოლიეთილენის პარკის მყარად შედუღება;
  4. აუცილებელია გააჩნდესდამღის სალტე ტვიფრის შესაძლებლობითდალუქვის ადგილზე;
  5. დალუქვის დრო:მაქსიმუმ 25წამი;
  6. ტუმბოების წარმადობა: 20 მ³/სთ-ში;
  7. ვაკუუმური სწრაფი გაჩერების ფუნქციით;
  8. დალუქვის შემდეგ სახურავისავტომატურიახდით;
  9. სამომხმარებლო კონსულტაცია/ტრენინგი და პრევენციულ/რეაქტიულ ტექნიკურ/სარემონტო სერვისის მოწოდება;
  10. აპარატებს უნდა მოყვებოდეს სერვის მანუალი და მომხმარებლის მანუალი. ასევე გახარჯვადი მასალა:ლენტი, ზეთი, ზეთის ფილტრი, სილიკონის ლენტი ტვიფრისთვის; ასევე დამატებით წარმოსადგენად სახარჯი და სათადარიგო მასალის ერთეულის ფასები:

ცხრილი #2

# ლენტი ზეთი ზეთის ფილტრი სილიკონის ლენტი (ტვიფრისთვის) ზეთის ფილტრის თავსახური ზამბარა ან დგუშები (არსებობის შემთხვევაში) სახრახნისიანი ფეხები ხუფის რეზინი
ერთეულის ფასი                

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ თანხაზე 500 აშშ დოლარი.
  • ვაჭრობა ტარდება მხოლოდ ცხრილი N1-ში მოცემული პროდუქტის ჯამურ თანხაზე.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 5 აგვისტო, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: აშშ დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 500 აშშ დოლარი;
  • ვაჭრობა გაიმართება ცხრილი #1-ში მოცემული პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:

კონსტანტინე მეტრეველი

ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 აგვისტო 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 $