7 აგვისტო 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5723 - ტენდერი ექიმებისთვის თეთრი ხალათების შეკერვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს ექიმებისთვის თეთრი ხალათების შეკერვაზე.
მახასიათებლები:
- მატერია - თეთრი ალპაკა (ბამბა-სინთეთიკის ნაზავი, რომელშიც ბამბა მეტია)
- მამაკაცის და ქალის მოდელები უნდა განსხვავდებოდეს დიზაინით
- მუხლამდე სიგრძის / ორი ჯიბით / გადასაკეცი საყელოთი
- ღილების ლენტზე ან მაჯის მანჟეტებზე ცისფერი ლენტის ჩანართით;
- ხალათის ზომები უნდა იყოს განსხვავებული.
დამატებითი ინფორმაცია:
- რაოდენობა - 135 ცალი ხალათი
- ზომის ერთეული დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე დამკვეთის მიერ
- მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
**ტექნიკური დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
**სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს: საქონლის დამზადების და მოწოდების სრულ ღირებულებას, ვადას და დეტალურ აღწერილობას მისი არსებობის შემთხვევაში (მათ შორის მატერიის წარმომავლობას, დეტალურ შემადგენლობას, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ საბუთს).
**მსგავსი საქონლის დამზადების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2018-2019 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ორი) შეკერილი ანალოგიური ნაწარმის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა.
შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 7 აგვისტოს 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Tenders_imedil@imedil.ge tbochorishvili@imedil.ge obregadze@imedil.ge
საკონტაქტო პირები:
1) თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577 55 22 00;
2) ოთო ბრეგაძე, მობ: 592 98 44 11;
დასამზადებელი ნაწარმის ტექნიკური მხარის დასაზუსტებლად დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
3) სალომე მახარაძე 593 10 18 18
4) სოფო ბერიძე 593 25 95 55
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები