ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5723 - ტენდერი ექიმებისთვის თეთრი ხალათების შეკერვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს ექიმებისთვის თეთრი ხალათების შეკერვაზე.

მახასიათებლები:

  • მატერია - თეთრი ალპაკა (ბამბა-სინთეთიკის ნაზავი, რომელშიც ბამბა მეტია)
  • მამაკაცის და ქალის მოდელები უნდა განსხვავდებოდეს დიზაინით
  • მუხლამდე სიგრძის / ორი ჯიბით / გადასაკეცი საყელოთი
  • ღილების ლენტზე ან მაჯის მანჟეტებზე ცისფერი ლენტის ჩანართით;
  • ხალათის ზომები უნდა იყოს განსხვავებული.

დამატებითი ინფორმაცია:

  • რაოდენობა - 135 ცალი ხალათი
  • ზომის ერთეული დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე დამკვეთის მიერ
  • მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის  მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს. 

ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

**ტექნიკური დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;

**სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს: საქონლის დამზადების და მოწოდების სრულ ღირებულებას, ვადას და დეტალურ აღწერილობას მისი არსებობის შემთხვევაში (მათ შორის მატერიის წარმომავლობას, დეტალურ შემადგენლობას, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ საბუთს).  

**მსგავსი საქონლის დამზადების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2018-2019 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ორი) შეკერილი ანალოგიური ნაწარმის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით)  უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის  26 ივლისიდან 2019 წლის 7 აგვისტოს  18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Tenders_imedil@imedil.ge  tbochorishvili@imedil.ge  obregadze@imedil.ge   

საკონტაქტო პირები:
1) თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577 55 22 00; 
2) ოთო ბრეგაძე, მობ: 592 98 44 11;

დასამზადებელი ნაწარმის ტექნიკური მხარის დასაზუსტებლად დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
3) სალომე მახარაძე 593 10 18 18 
4) სოფო ბერიძე 593 25 95 55  

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები