18 აგვისტო 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5753 - ტენდერი ჩანთების კერვასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს ჩანთების კერვასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- 6000 ჩანთის (მწვანე: 3000 / ვარდისფერი: 3000) შეკერვა;
- შეკერილი ჩანთების დაბრენდვა;
- ჩანთების ტრანსპორტირება დამკვეთის მიზამართზე (ბეთლემის ქ.27, თბილისი)
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
- ჩანთის (მწვანე და ვარდისფერი) ნიმუშები;
- მომსახურების ღირებულება (ფასი დღგ–ს გარეშე);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- ჩანთის ნიმუშების ხარისხი;
- შეკვეთის მოწოდების პერიოდი (მომსახურების დრო);
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
ჩანთების მახასიათებლები (ფერი, ზომა, საბეჭდი ფაილი) შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში: Green Bags_190802
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები