ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5753 - ტენდერი ჩანთების კერვასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს ჩანთების კერვასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

  • 6000 ჩანთის (მწვანე: 3000 / ვარდისფერი: 3000) შეკერვა;
  • შეკერილი ჩანთების დაბრენდვა;
  • ჩანთების ტრანსპორტირება დამკვეთის მიზამართზე (ბეთლემის ქ.27, თბილისი)
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
  • ჩანთის (მწვანე და ვარდისფერი) ნიმუშები;
  • მომსახურების ღირებულება (ფასი დღგ–ს გარეშე);
  • 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • ჩანთის ნიმუშების ხარისხი;
  • შეკვეთის მოწოდების პერიოდი (მომსახურების დრო);
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

ჩანთების მახასიათებლები (ფერი, ზომა, საბეჭდი ფაილი) შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში: Green Bags_190802

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org 
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org

ტენდერის კატეგორია:

  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები

დოკუმენტაცია