ჩაბარების ვადა:
9 აგვისტო 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5763 - ტენდერი გეოლოგიურ ბურღვით სამუშაოებზე ტენდერში მითითებულ ტერიტორიებზე მანგანუმის მადნის გამოვლენის მიზნით
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი) აცხადებს ტენდერს გეოლოგიურ ბურღვით სამუშაოებზე ტენდერში მითითებულ ტერიტორიებზე მანგანუმის მადნის გამოვლენის მიზნით.
მიწოდების ადგილი: ჭიათურის რაიონი
შესასრულებელი სამუშაოები:
- რუკებზე მითითებულ წერტილებში მითითებულ სიღრმეებზე ბურღვითი სამუშაოების ჩატარება;
- 7 მეტრამდე სიმაღლის ბურღვის შემთხვევაში შესაძლებელია ე.წ. ტრანშეის გაყვანა ნაცვლად ბურვითი სამუშაოებისა;
- 7 მეტრზე მეტი სიმაღლის ბურღვის შემთხვევაში სამუშაოები უნდა ჩატარდეს საბურღი მოწყობილობის მეშვეობით;
- ბურღვის შედეგად მანგანუმის მადნის გამოვლენის შემთხვევაში სინჯის აღება დალუქვა და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. (სინჯის ერთი ნაწილი კონტროლის მიზნით გადაეცემა დამკვეთს);
- ჩატარებული სამუშაოების შედეგებზე დამკვეთისთვის ანგარიშის მომზადება და გადაცემა;
- სამუშაოების შესრულების დროს შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #424 დადგენილების მოთხოვნები.
სამუშაოების შესრულების ვადა 20 დღე
წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 აგვისტო
დეტალური ინფორმაციისა და ფოტოების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: i.nozadze@gm.ge
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია დანართში.
ტენდერის კატეგორია:
- 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები