Tenders.ge
ჯორჯიან მანგანეზი

T5763 - ტენდერი გეოლოგიურ ბურღვით სამუშაოებზე ტენდერში მითითებულ ტერიტორიებზე მანგანუმის მადნის გამოვლენის მიზნით


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი) აცხადებს ტენდერს გეოლოგიურ ბურღვით სამუშაოებზე ტენდერში მითითებულ ტერიტორიებზე მანგანუმის მადნის გამოვლენის მიზნით.

მიწოდების ადგილი: ჭიათურის რაიონი

შესასრულებელი სამუშაოები:

  • რუკებზე მითითებულ წერტილებში მითითებულ სიღრმეებზე ბურღვითი სამუშაოების ჩატარება;
  • 7 მეტრამდე სიმაღლის ბურღვის შემთხვევაში შესაძლებელია ე.წ. ტრანშეის გაყვანა ნაცვლად ბურვითი სამუშაოებისა;
  • 7 მეტრზე მეტი სიმაღლის ბურღვის შემთხვევაში სამუშაოები უნდა ჩატარდეს საბურღი მოწყობილობის მეშვეობით;
  • ბურღვის შედეგად მანგანუმის მადნის გამოვლენის შემთხვევაში სინჯის აღება დალუქვა და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. (სინჯის ერთი ნაწილი კონტროლის მიზნით გადაეცემა დამკვეთს);
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგებზე დამკვეთისთვის ანგარიშის მომზადება და გადაცემა;
  • სამუშაოების შესრულების დროს შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის, მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #424 დადგენილების მოთხოვნები.

სამუშაოების შესრულების ვადა 20 დღე

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 აგვისტო

დეტალური ინფორმაციისა და ფოტოების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: i.nozadze@gm.ge

დამატებითი ინფორმაცია მოცემულია დანართში.

ტენდერის კატეგორია:

  • 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია