27 სექტემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5939 - ტენდერი დასაწყობებული სარეალიზაციო ინვეტნარის საბაზრო ფასის შეფასების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს დასაწყობებული სარეალიზაციო ინვენტარის საბაზრო ფასის შეფასების მომსახურების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქონების შეფასების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
საორიენტაციო ღირებულება:
- შესასრულებელი სამუშაოების ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 40,000 ლარი
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მოსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საშემფასებლო საქმიანობის წარმოების დამადასტურებელი სერტიფიკატები;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას ან დამოუკიდებელ შემფასებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის / პიროვნების მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
დამატებითი ინფორმაცია:
- საქართველოს ბანკს გააჩნია დაახლოებით 1,500 დასახელების დასაწყობებული მოძრავი ქონება.
- 2019 – 2020 წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული ქონებების ეტაპობრივად შეფასება.
- ტენდერი მოიაზრებს დამოუკიდებელი შემფასებლის ან ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აღნიშნული მოძრავი ქონების ეტაპობრივად შეფასებას და ამ ქონების საბაზრო ფასის დადგენას.
- ხელშეკრულების ფარგლებში ბანკი ეტაპობრივად, შიდა მოთხოვნის შესაბამისად, გაამზადებს შესაფასებელ ქონებას და დროებითად განათავსებს მას საწყობის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე.
- მოწვეული იქნება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია / პირი, რომელიც მოახდენს აღნიშნული ქონების იდენტიფიცირებას, ინსპექტირებას და შემდგომში შეფასებას.
- სამუშაოს შესრულების ვადა დაკვეთიდან განისაზღვრება არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ოდენობით, რის შემდგომაც ბანკმა უნდა მიიღოს აღნიშნული ქონების შეფასების აქტი.
- შეფასების აქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს: ქონების დასახელებას, ქონების მდგომარეობას, ფოტოსურათს, ინსპექტირების თარიღს, რაოდენობას, შემფასებლის პროფესიულ მოსაზრებას ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ და შეფასების მეთოდოლოგიის მცირე მიმოხილვას.
- აქტი დამოწმებული უნდა იყოს შეფასებაზე უფლებამოსილი პირის სველი ხელმოწერით და ბეჭდით.
- ინსპექტირება / ინდეტიფიცირების ადგილი არის საქართველოს ბანკის საწყობი რომელიც მდებარეობს ურეკის ქუჩა #2 -ში.
- (დამატება 1) ტენდერის ფარგლებში ნახსენები „მოძრავი ქონება“ მოიაზრებს ყველა იმ ნივთს რომელიც არის საქართველოს ბანკის საწყობში. ძირითად შემთხვევებში ეს ნივთები შეძლება იყოს: მაგიდა, სკამი, სანათი, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა, სამეურნეო საქონელი, სალარო მოწყობილობები.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 27 სექტემბერი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა