ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5939 - ტენდერი დასაწყობებული სარეალიზაციო ინვეტნარის საბაზრო ფასის შეფასების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს დასაწყობებული სარეალიზაციო ინვენტარის საბაზრო ფასის შეფასების მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქონების შეფასების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

საორიენტაციო ღირებულება:

  • შესასრულებელი სამუშაოების ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 40,000 ლარი

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მოსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საშემფასებლო საქმიანობის წარმოების დამადასტურებელი სერტიფიკატები;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას ან დამოუკიდებელ შემფასებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის / პიროვნების მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

დამატებითი ინფორმაცია:

  • საქართველოს ბანკს გააჩნია დაახლოებით 1,500 დასახელების დასაწყობებული მოძრავი ქონება.
  • 2019 – 2020 წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული ქონებების ეტაპობრივად შეფასება.
  • ტენდერი მოიაზრებს დამოუკიდებელი შემფასებლის ან ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აღნიშნული მოძრავი ქონების ეტაპობრივად შეფასებას და ამ ქონების საბაზრო ფასის დადგენას.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ბანკი ეტაპობრივად, შიდა მოთხოვნის შესაბამისად, გაამზადებს შესაფასებელ ქონებას და დროებითად განათავსებს მას საწყობის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე.
  • მოწვეული იქნება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია / პირი, რომელიც მოახდენს აღნიშნული ქონების იდენტიფიცირებას, ინსპექტირებას და შემდგომში შეფასებას.
  • სამუშაოს შესრულების ვადა დაკვეთიდან განისაზღვრება არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ოდენობით, რის შემდგომაც ბანკმა უნდა მიიღოს აღნიშნული ქონების შეფასების აქტი.
  • შეფასების აქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს: ქონების დასახელებას, ქონების მდგომარეობას, ფოტოსურათს, ინსპექტირების თარიღს, რაოდენობას, შემფასებლის პროფესიულ მოსაზრებას ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ და შეფასების მეთოდოლოგიის მცირე მიმოხილვას.
  • აქტი დამოწმებული უნდა იყოს შეფასებაზე უფლებამოსილი პირის სველი ხელმოწერით და ბეჭდით.
  • ინსპექტირება / ინდეტიფიცირების ადგილი არის საქართველოს ბანკის საწყობი რომელიც მდებარეობს ურეკის ქუჩა #2 -ში.
  • (დამატება 1) ტენდერის ფარგლებში ნახსენები „მოძრავი ქონება“ მოიაზრებს ყველა იმ ნივთს რომელიც არის საქართველოს ბანკის საწყობში. ძირითად შემთხვევებში ეს ნივთები შეძლება იყოს: მაგიდა, სკამი, სანათი, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა, სამეურნეო საქონელი, სალარო მოწყობილობები. 

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 27 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 სექტემბერი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა