ჩაბარების ვადა:
25 ოქტომბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6030 - ტენდერი HRMS დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს HRMS დანერგვაზე.
პერსონალის მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
- Core HR მოდული (HR ოპერაციების ადმინისტრირების მოდული)
- Payroll მოდული (ხელფასების მართვის მოდული)
- Self-service პორტალი (თანამშრომლების სამომხმარებლო პორტალი)
კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი აუცილებელი მოთხოვნები და დოკუმენტაცია:
- კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სისტემის დანერგვის გამოცდილება, მინიმუმ 2 ორგანიზაციაში;
- გამოსაგზავნი დოკუმენტაცია (უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- იმ კომპანიების ჩამონათვალი, სადაც წარმატებით განხორციელდა მსგავსი ტიპის მოდულების დანერგვა (თითოეულ დანერგვაში კომპანიის მონაწილე თანამშრომლების მითითებით).
- ხელშეკრულების ასლები და შესაბამისი მიღება-ჩაბარებები (კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით) რითაც დასტურდება წინასწარ შეთანხმებულ ვადაში სისტემის დანერგვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სისტემის დანერგვის დოკუმენტაცია, რომელის თავის მხრივ უნდა მოიცავდეს:
- სისტემის დასახელება და სისტემაში გამოყენებული პროგრამული პროდუქტების ზოგადი აღწერა. გამოყენებული ტექნოლოგიების ჩამონათვალი და აღწერა.
- სისტემის ბიზნეს ლოგიკის აღწერა
- საჭიროების შემთხვევაში სისტემაში გამოყენებული პროგრამული პროდუქტების ლიცენზიების ჩამონათვალი და აღწერა
- ყველა მოდულების ფუნქციონალების დეტალური აღწერა
- სხვა დამატებითი მოდულების ჩამონათვალი და მათი ფუნქციონალების დეტალური აღწერა, რომლებიც შეიძლება მოყვებოდეს სისტემას ან რომლებიც შესაძლებელია სამომავლოდ (შემდგომი 5 წლის განმავლობაში) დაინერგოს სისტემის ფუნქციების ზრდის ფარგლებში
- სისტემის ტექნიკური არქიტექტურის აღწერა
- სისტემის დანერგვის ვადები
- სისტემის დანერგვის პროცესში ჩართული კომპანიის თანამშრომელთა ჩამონათვალი, მათი როლების მითითებით.
- მომსახურების საფასური და ვადები
დანერგვის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვე.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ, დალუქული კონვერტით 2019 წლის 15 ოქტომბრის 14:00 საათიდან არა უგვიანეს 2019 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათისა, მისამართზე ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24. მე-6 სართული
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი
მობ: 591 404046
ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
ტექნიკური საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ელენე ლოგუა
მობ: 577 255263
ელ-ფოსტის მისამართი: elogua@tpl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები