ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6030 - ტენდერი HRMS დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს HRMS დანერგვაზე.

პერსონალის მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს მინიმუმ:

  • Core HR მოდული (HR ოპერაციების ადმინისტრირების მოდული)
  • Payroll მოდული (ხელფასების მართვის მოდული)
  • Self-service პორტალი (თანამშრომლების სამომხმარებლო პორტალი)

კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი აუცილებელი მოთხოვნები და დოკუმენტაცია:

  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური სისტემის დანერგვის გამოცდილება, მინიმუმ 2 ორგანიზაციაში;
  • გამოსაგზავნი დოკუმენტაცია (უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • იმ კომპანიების ჩამონათვალი, სადაც წარმატებით განხორციელდა მსგავსი ტიპის მოდულების დანერგვა (თითოეულ დანერგვაში კომპანიის მონაწილე თანამშრომლების მითითებით).
  • ხელშეკრულების ასლები და შესაბამისი მიღება-ჩაბარებები (კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით) რითაც დასტურდება წინასწარ შეთანხმებულ ვადაში სისტემის დანერგვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სისტემის დანერგვის დოკუმენტაცია, რომელის თავის მხრივ უნდა მოიცავდეს:
  • სისტემის დასახელება და სისტემაში გამოყენებული პროგრამული პროდუქტების ზოგადი აღწერა. გამოყენებული ტექნოლოგიების ჩამონათვალი და აღწერა.
  • სისტემის ბიზნეს ლოგიკის აღწერა
  • საჭიროების შემთხვევაში სისტემაში გამოყენებული პროგრამული პროდუქტების ლიცენზიების ჩამონათვალი და აღწერა
  • ყველა მოდულების ფუნქციონალების დეტალური აღწერა
  • სხვა დამატებითი მოდულების ჩამონათვალი და მათი ფუნქციონალების დეტალური აღწერა, რომლებიც შეიძლება მოყვებოდეს სისტემას ან რომლებიც შესაძლებელია სამომავლოდ (შემდგომი 5 წლის განმავლობაში) დაინერგოს სისტემის ფუნქციების ზრდის ფარგლებში
  • სისტემის ტექნიკური არქიტექტურის აღწერა
  • სისტემის დანერგვის ვადები
  • სისტემის დანერგვის პროცესში ჩართული კომპანიის თანამშრომელთა ჩამონათვალი, მათი როლების მითითებით.
  • მომსახურების საფასური და ვადები

დანერგვის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვე.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ, დალუქული კონვერტით 2019 წლის 15 ოქტომბრის 14:00 საათიდან არა უგვიანეს 2019 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათისა, მისამართზე ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24. მე-6 სართული

ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი
მობ: 591 404046
ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge

ტექნიკური საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ელენე ლოგუა
მობ: 577 255263
ელ-ფოსტის მისამართი: elogua@tpl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები