ჩაბარების ვადა:
23 ოქტომბერი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT6045 - სამაყურებლო დარბაზის და სცენის ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტია: ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი.
სამაყურებლო დარბაზის და სცენის ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი და КМД. სავარაუდო წონა 56 ტნ.
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული პირებისათვის:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 წლის;
- შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი;
- ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ (CV);
- ინფორმაცია უკანასკნელი 3-5 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოების) შესახებ;
- გარანტიის ვადების მითითება.
მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:
- პირველ რიგში შესასრულებელია სამაყურებლო დარბაზის გადახურვის ლითონის ფერმების დამზადება-მონტაჟი.
- შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.
- სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.
- სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამდასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 23 ოქტომბრის 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ: 599537723
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ სერგო კელენჯერიძეს შემდეგ ნომრებზე მობ: 599 73 18 41
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 44200000 სტრუქტურული მასალები