ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6045 - სამაყურებლო დარბაზის და სცენის ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი.

სამაყურებლო დარბაზის და სცენის ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი და КМД. სავარაუდო წონა 56 ტნ.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 წლის;
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი;
  • ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ (CV);
  • ინფორმაცია უკანასკნელი 3-5 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოების) შესახებ;
  • გარანტიის ვადების მითითება.

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:

  • პირველ რიგში შესასრულებელია სამაყურებლო დარბაზის გადახურვის ლითონის ფერმების დამზადება-მონტაჟი.
  • შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამდასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 23 ოქტომბრის 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ: 599537723

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ სერგო კელენჯერიძეს შემდეგ ნომრებზე მობ: 599 73 18 41

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები