30 ნოემბერი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT6224 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
GAC აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვის შესახებ.
კერძოდ:
- რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტის ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
- რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
- საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
- გაზომვითი სამუშაოები - ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების, ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა
- შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- თანამშრომლებისთვის ტრენინგების განფსაზღვრა და ჩატარება;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.
ოფისის ფართი - 100;
კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 20;
კომპანიაზე რიცხული ავტოტრანსპორტის რაოდენობა - 25;
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაოდღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანისების ჩამონათვალი, რომელთანაც თამშრომლობს და აღნიშნულ სფეროში უწევს მომსახურებას, ხელშეკრულების ვადების გათვალისიწინებით;
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა.
- ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 20 ნოემბრიდან - 2019 წლის 30 ნოემბრამდე 12:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.giorgobiani@gac.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: მარიამ გიორგობიანი
მობ: 5 97 29 18 70
შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ტენდერის კატეგორია:
- 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები