ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T6224 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

GAC აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის სერვისის შესყიდვის შესახებ.

კერძოდ:

  • რისკების შეფასება და კონტროლი - ობიექტის ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა - შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
  • საგანგებო სიტუაციათა მართვის გეგმა - დოკუმენტი რომელშიც გაწერილია საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, მიწისძვრა...) მოქმედების გეგმა და თითოეული დასაქმებულის ვალდებულება ამ გეგმაში;
  • გაზომვითი სამუშაოები - ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების, ტემპერატურის, ტენიანობის, განათების,  განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • თანამშრომლებისთვის ტრენინგების განფსაზღვრა და ჩატარება;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა.

ოფისის ფართი - 100;
კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 20;
კომპანიაზე რიცხული ავტოტრანსპორტის რაოდენობა - 25;

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაოდღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციაპრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანისების ჩამონათვალი, რომელთანაც თამშრომლობს და აღნიშნულ სფეროში უწევს მომსახურებას, ხელშეკრულების ვადების გათვალისიწინებით;

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა.
  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 20 ნოემბრიდან - 2019 წლის 30 ნოემბრამდე 12:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.giorgobiani@gac.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: მარიამ გიორგობიანი
მობ: 5 97 29 18 70

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები