ჩაბარების ვადა:
5 დეკემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6236 - ტენდერი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით შეკერილი პროდუქციის შესყიდვასა და მოწოდებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს m² უძრავი ქონება აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით შეკერილი პროდუქციის შესყიდვასა და მოწოდებაზე, რომელთანაც გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.
ზოგადი ინფორმაცია:
- სს m² უძრავი ქონება ეძებს შეკერილი პროდუქციის მომწოდებელ პარტნიორ კომპანიას, ტენდერით გათვალისწინებულ შეკერილი პროდუქციის მიწოდებაზე, წინასწარ შეთანხმებული პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში, სრული ექსკლუზივი ექნება გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის ვადით.
გასათვალისწინებელი მოთხოვნებია:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი - დანართი N1, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ყველა გვერდზე ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით e-mail-ით, ან ტელეფონით.
- წინადადების გადმოგზავნამდე, ორივე მხრიდან დეტალების დაზუსტების მიზნით, რეკომენდირებულია შეხვედრის ჩანიშვნა და დეტალების გავლა.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს გამარჯვებულს საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წლის განმავლობაში შეკერილი პროდუქციის მრავალჯერადი შესყიდვა და მოწოდება.
- სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად მოწოდებიდანა და ინვოისის გადმოგზავნიდან და/ან ზედნადების ატვირთვიდან და/ან მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.
სხვა პირობები:
- პროდუქციის მოწოდება შესაძლებელია მოხდეს თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, ძირითადად დამკვეთის საწყობსა (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 14) , ან ოფისებში ( ქ. თბილისის ტერიტორია).
- შესასყიდი რაოდენობები შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს, ასევე დიზაინები შესაძლოა შეიცვალოს m²-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
- პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას m²-ის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი იმ არასტანდარტულ შესაკერ პროდუქციაზე, რომელიც არ არის დანართ N1-ში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 05 დეკემბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
ნინო ესებუა 555 112 056
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები