ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6236 - ტენდერი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით შეკერილი პროდუქციის შესყიდვასა და მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს m² უძრავი ქონება აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით შეკერილი პროდუქციის შესყიდვასა და მოწოდებაზე, რომელთანაც გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.

ზოგადი ინფორმაცია:

  • სს m² უძრავი ქონება ეძებს შეკერილი პროდუქციის მომწოდებელ პარტნიორ კომპანიას, ტენდერით გათვალისწინებულ შეკერილი პროდუქციის მიწოდებაზე, წინასწარ შეთანხმებული პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში, სრული ექსკლუზივი ექნება გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის ვადით.

 გასათვალისწინებელი მოთხოვნებია:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი - დანართი N1, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ყველა გვერდზე ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით e-mail-ით, ან ტელეფონით.
  • წინადადების გადმოგზავნამდე, ორივე მხრიდან დეტალების დაზუსტების მიზნით, რეკომენდირებულია შეხვედრის ჩანიშვნა და დეტალების გავლა.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს გამარჯვებულს საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წლის განმავლობაში შეკერილი პროდუქციის მრავალჯერადი შესყიდვა და მოწოდება.
  • სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად მოწოდებიდანა და  ინვოისის გადმოგზავნიდან და/ან ზედნადების ატვირთვიდან და/ან მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.

სხვა პირობები:

  • პროდუქციის მოწოდება შესაძლებელია მოხდეს თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, ძირითადად დამკვეთის საწყობსა (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 14) , ან  ოფისებში ( ქ. თბილისის ტერიტორია).
  • შესასყიდი რაოდენობები შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს, ასევე დიზაინები შესაძლოა შეიცვალოს m²-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
  • პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას m²-ის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი იმ არასტანდარტულ შესაკერ პროდუქციაზე, რომელიც არ არის დანართ N1-ში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 05 დეკემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
ნინო ესებუა 555 112 056

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ნოემბერი 2019 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა