
4 დეკემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6270 - ტენდერი გამჭვირვალე 160 მიკრონიანი (თითო გვერდი) პოლიეთილენის ცელოფნების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გამჭვირვალე 160 მიკრონიანი (თითო გვერდი) პოლიეთილენის ცელოფნების შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება |
ზომები | მიკრონი | შესყიდვის რაოდენობა (1 წლის) |
ერთეულის ფასი (ლარი) |
წლიური ფასი (ლარი) |
მიწდოების ვადა (კლ. დღე) |
ცელოფნის პარკი სალაროსთვის |
33,50სმ / 24,50 სმ | 160 მიკრონი (თითო გვერდი) | 1’500’000 ცალი | |||
ცელოფნის პარკი ლომბარდისთვის |
24,50სმ / 15,50 სმ | 160 მიკრონი (თითო გვერდი) | 180’000 ცალი | |||
სულ ფასი | 0 ლარი |
- საქონლის ვიზუალი იხილეთ სატენდერო განცხადებაზე თანდართული დანართი N1-ის სახით.
- შესასყიდი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
- ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ წლიურ თანხაზე 2000 (ორი ათასი)ლარი.
- ვაჭრობის შედეგად მიღებული საბოლოო ფასი მიხედვით მოხდება პროპორციულად ფასის დაკლება შესაბამის საქონელზე.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი და მოწოდების ვადა;
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 4 დეკემბერი 17:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 2000 ლარი;
- ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი პროდუქციის წლიურ ღირებულებაზე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები