ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6270 - ტენდერი გამჭვირვალე 160 მიკრონიანი (თითო გვერდი) პოლიეთილენის ცელოფნების შესყიდვაზე

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ცელოფნის თითო გვერდი უნდა იყოს 160 მიკრონიანი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გამჭვირვალე 160 მიკრონიანი (თითო გვერდი) პოლიეთილენის ცელოფნების შესყიდვაზე. 

საქონლის
დასახელება
ზომები მიკრონი შესყიდვის
რაოდენობა 
(1 წლის)
ერთეულის ფასი
(ლარი)
წლიური ფასი
(ლარი)
მიწდოების ვადა
(კლ. დღე)
ცელოფნის პარკი
სალაროსთვის
33,50სმ / 24,50 სმ 160 მიკრონი (თითო გვერდი) 1’500’000 ცალი      
ცელოფნის პარკი
ლომბარდისთვის
24,50სმ / 15,50 სმ 160 მიკრონი (თითო გვერდი) 180’000 ცალი      
        სულ ფასი 0 ლარი  
  • საქონლის ვიზუალი იხილეთ სატენდერო განცხადებაზე თანდართული დანართი N1-ის სახით.
  • შესასყიდი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ წლიურ თანხაზე 2000 (ორი ათასი)ლარი.
  • ვაჭრობის შედეგად მიღებული საბოლოო ფასი მიხედვით მოხდება პროპორციულად ფასის დაკლება შესაბამის საქონელზე.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი და მოწოდების ვადა;

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ფორმით;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 4 დეკემბერი 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 2000 ლარი;
  • ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი პროდუქციის წლიურ ღირებულებაზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 ‎₾