ჩაბარების ვადა:
5 დეკემბერი 2019, 18:10
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6277 - ტენდერი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით სარეკლამო პროდუქციის დამზადებასა და დამონტაჟებაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. წინადადებების წარდგენის განახლებული ვადაა 2019 წლის 5 დეკემბერი, 18:00სთ.
ტენდერის აღწერილობა:
სს m² უძრავი ქონება აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით სარეკლამო ბანერების, სტიკერების, აბრების და სხვა ინვენტარის დამზადებასა და დამონტაჟებაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
- სს m² უძრავი ქონება ეძებს მომწოდებელ პარტნიორ კომპანიას, ტენდერით გათვალისწინებულ სარეკლამო პროდუქციის მიწოდებაზე, წინასწარ შეთანხმებული პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში, სრული ექსკლუზივი ექნება გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის ვადით.
გასათვალისწინებელი მოთხოვნებია:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი - დანართი N1, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ყველა გვერდზე ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით e-mail-ით, ან ტელეფონით.
- წინადადების გადმოგზავნამდე, ორივე მხრიდან დეტალების დაზუსტების მიზნით, რეკომენდირებულია შეხვედრის ჩანიშვნა და დეტალების გავლა.
სამუშაო ფაილების გადმოსაწერი ლინკი: https://we.tl/t-tS1kENz61T
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს გამარჯვებულს საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წლის განმავლობაში პროდუქციის მრავალჯერადი შესყიდვა და მოწოდება.
- სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად მოწოდებიდანა და ინვოისის გადმოგზავნიდან და/ან ზედნადების ატვირთვიდან და/ან მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.
სხვა პირობები:
- პროდუქციის მოწოდება შესაძლებელია მოხდეს თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, ძირითადად დამკვეთის საწყობსა (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 14) , ან ოფისებში ( ქ. თბილისის ტერიტორია).
- შესასყიდი რაოდენობები შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს, ასევე დიზაინები შესაძლოა შეიცვალოს m²-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
- პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას m²-ის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი იმ არასტანდარტულ სარეკლამო პროდუქციაზე, რომელიც არ არის წარმოდგენილი დანართ N1-ში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 05 დეკემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
ნინო ესებუა 555 112 056
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები