ჩაბარების ვადა:

5 დეკემბერი 2019, 18:10

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6277 - ტენდერი გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით სარეკლამო პროდუქციის დამზადებასა და დამონტაჟებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. წინადადებების წარდგენის განახლებული ვადაა 2019 წლის 5 დეკემბერი, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

სს m² უძრავი ქონება აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით სარეკლამო ბანერების, სტიკერების, აბრების და სხვა ინვენტარის დამზადებასა და დამონტაჟებაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • სს m² უძრავი ქონება ეძებს  მომწოდებელ პარტნიორ კომპანიას, ტენდერით გათვალისწინებულ სარეკლამო პროდუქციის მიწოდებაზე, წინასწარ შეთანხმებული პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში, სრული ექსკლუზივი ექნება გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის ვადით.

 გასათვალისწინებელი მოთხოვნებია:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი - დანართი N1, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ყველა გვერდზე ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით e-mail-ით, ან ტელეფონით.
  • წინადადების გადმოგზავნამდე, ორივე მხრიდან დეტალების დაზუსტების მიზნით, რეკომენდირებულია შეხვედრის ჩანიშვნა და დეტალების გავლა.

სამუშაო ფაილების გადმოსაწერი ლინკი: https://we.tl/t-tS1kENz61T

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს გამარჯვებულს საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ კომპანიასთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წლის განმავლობაში პროდუქციის მრავალჯერადი შესყიდვა და მოწოდება.
  • სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად მოწოდებიდანა და ინვოისის გადმოგზავნიდან და/ან ზედნადების ატვირთვიდან და/ან მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.

სხვა პირობები:

  • პროდუქციის მოწოდება შესაძლებელია მოხდეს თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, ძირითადად დამკვეთის საწყობსა (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 14) , ან ოფისებში ( ქ. თბილისის ტერიტორია).
  • შესასყიდი რაოდენობები შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს, ასევე დიზაინები შესაძლოა შეიცვალოს m²-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
  • პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას m²-ის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი იმ არასტანდარტულ სარეკლამო პროდუქციაზე, რომელიც არ არის წარმოდგენილი დანართ N1-ში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 05 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
ნინო ესებუა 555 112 056

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 დეკემბერი 2019 დრო 14:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა