ჩაბარების ვადა:
18 დეკემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6321 - ტენდერი ქ. კასპისა და ქ. ქარელის ტერიტორიაზე ბილბორდების შესყიდვა/მონტაჟზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ქ. კასპისა და ქ. ქარელის ტერიტორიაზე ბილბორდების შესყიდვის/მონტაჟის თაობაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტექნიკური დავალება:
- შესყიდვის ობიექტს წამოადგენს 2 ერთეული ბილბორდი ქ. კასპისა და ქ. ქარელის ტერიტორიაზე;
- ლოკაციის საკადასტრო კოდები: კასპი -67.02.31.091/ ქარელი -68.15.50.405;
- შესყიდის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს ტენდერში ატვირთულ ნახაზებს და დამზადებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული ნახაზების მიხედვით;
- შესყიდვის ობიექტები უნდა იყოს მდგრადი და შეესაბამებოდეს აღნიშნული ლოკაციებისთვის დამახასისთებელ გარემო პირობებს;
- ტენდერითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ბილობორდებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს 2 (ორი) წელს და ამ პერიოდში მათი დაზიანების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა განახორციელოს ბილობორდების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბილბორდი ისე დაზიანდება, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა ან/და აღდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალი ანალოგიური ბილბორდების მონტაჟი იგივე ლოკაციებზე;
- გარემო პირობების გამო ბილობორდების დაზიანების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბილბორდების შეკეთება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბილბორდი ისე დაზიანდება, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა ან/და აღდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალი ანალოგიური ბილბორდების მონტაჟი იგივე ლოკაციებზე;
- ბილბორდები ან/და ის მასალები რისგანაც დამზადებული იქნება ბილბორდები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ ნამყოფი).
- სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, შესყიდვის ობიექტზე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უსასყიდლოდ უზუნველყოს ხარვეზის გამოსწორება
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება განხროციელდება ეროვნულ ვალუტაში-ლარში და ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს-მათ შორის დღგ-ს;
- წინასწარი ანგარიშსწორება - ავანსი დასაშვებია ერთჯერადად, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობაზე, შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. წინასწარ ანგარიშსწორებული თანხის გაქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე საბოლოო ანგარიშსწორების დროს;
- საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ტენდერითა და ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების მერე გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
მოთხოვნები ბილბორდების მონტაჟისას გამოყენებული მასალების შესახებ:
- ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებს;
- ბილობორდების კონსტრუქციის სამშენებლო მასალები არ უნდა იყოს კოროზიული და ნამყოფი ექსპლუატაციაში.
მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ:
- ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს ბილობორდების დამზადება/მონტაჟის გამოცდილება ბოლო ორი წლის განმავლობაში (2018-2019 წლები), რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და ამ სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა ან/და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სახელმწიფო შემსყიდველზე გაწეული სამშენებლო სამუშაოს დროს შესაძლებელია ტენდერის / შესაბამისი შესყიდვის ნომერის მითითება, საიდანაც დადგინდება, რომ კომპანიას აქვს შესრულებული ანალოგიური სამუშაო.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ (spa.ge) არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა სიაში (შავი სია).
ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ:
- თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გეგმავს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ქვეკონტრაქტორის გამოყენებას მასზე გავრცელდება ამ ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური პირობები რაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე.
დამატებით პირობები:
- სს „გრინვეი საქართველო“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
- სს „გრინვეი საქართველო“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
- ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „გრინვეი საქართველო“.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 18 დეკემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქო პირი: პავლე ანთელავა
მობ: 599 076809
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
დოკუმენტაცია
ტექნიკური დავალება
ტექნიკური დავალება
ბილბორდის ნახაზი
ბილბორდის ნახაზი
მასალები - ბილბორდი ნახაზი
მასალები - ბილბორდი ნახაზი
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა