ჩაბარების ვადა:

18 დეკემბერი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6321 - ტენდერი ქ. კასპისა და ქ. ქარელის ტერიტორიაზე ბილბორდების შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ქ. კასპისა და ქ. ქარელის ტერიტორიაზე ბილბორდების შესყიდვის/მონტაჟის თაობაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტექნიკური  დავალება:

  • შესყიდვის ობიექტს წამოადგენს 2 ერთეული ბილბორდი ქ. კასპისა და ქ. ქარელის ტერიტორიაზე;
  • ლოკაციის საკადასტრო კოდები: კასპი -67.02.31.091/ ქარელი -68.15.50.405;
  • შესყიდის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს ტენდერში ატვირთულ ნახაზებს და დამზადებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული ნახაზების მიხედვით;
  • შესყიდვის ობიექტები უნდა იყოს მდგრადი და შეესაბამებოდეს აღნიშნული ლოკაციებისთვის  დამახასისთებელ გარემო პირობებს;
  • ტენდერითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ბილობორდებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს 2 (ორი) წელს და ამ პერიოდში მათი დაზიანების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა განახორციელოს ბილობორდების აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბილბორდი ისე დაზიანდება, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა ან/და აღდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალი ანალოგიური ბილბორდების მონტაჟი იგივე ლოკაციებზე;
  • გარემო პირობების გამო ბილობორდების დაზიანების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბილბორდების შეკეთება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბილბორდი ისე დაზიანდება, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღდგენა ან/და აღდგენის შემთხვევაში იგი ვერ დაიბრუნებს პირვანდელ სახეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ახალი ანალოგიური ბილბორდების მონტაჟი იგივე ლოკაციებზე;
  • ბილბორდები ან/და  ის მასალები რისგანაც დამზადებული იქნება ბილბორდები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ ნამყოფი).
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, შესყიდვის ობიექტზე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უსასყიდლოდ უზუნველყოს ხარვეზის გამოსწორება

ანგარიშსწორების პირობები: 

  • ანგარიშსწორება განხროციელდება ეროვნულ ვალუტაში-ლარში და ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს-მათ შორის დღგ-ს;
  • წინასწარი ანგარიშსწორება - ავანსი დასაშვებია ერთჯერადად, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობაზე, შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. წინასწარ ანგარიშსწორებული თანხის გაქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე საბოლოო ანგარიშსწორების დროს;
  • საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება  ტენდერითა და ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების მერე გაფორმებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 

მოთხოვნები  ბილბორდების მონტაჟისას გამოყენებული მასალების შესახებ:

  • ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებს;
  • ბილობორდების კონსტრუქციის სამშენებლო მასალები არ უნდა იყოს კოროზიული და ნამყოფი ექსპლუატაციაში.

მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს ბილობორდების დამზადება/მონტაჟის გამოცდილება ბოლო ორი წლის განმავლობაში (2018-2019 წლები), რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და ამ სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა ან/და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სახელმწიფო შემსყიდველზე გაწეული სამშენებლო სამუშაოს დროს შესაძლებელია ტენდერის / შესაბამისი შესყიდვის ნომერის მითითება, საიდანაც დადგინდება, რომ კომპანიას აქვს  შესრულებული ანალოგიური სამუშაო.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ (spa.ge) არაკეთილსინდისიერ  მიმწოდებელთა სიაში (შავი სია).

ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ:

  • თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გეგმავს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ქვეკონტრაქტორის გამოყენებას მასზე გავრცელდება ამ ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური პირობები რაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე.

დამატებით პირობები:

  • სს „გრინვეი საქართველო“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
  • სს „გრინვეი საქართველო“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
  • ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
  • ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „გრინვეი საქართველო“.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 18 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქო პირი: პავლე ანთელავა
მობ: 599 076809

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 დეკემბერი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა