19 დეკემბერი 2019, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT6322 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამართი სვეტების წერტილების დამატების საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამართი სვეტების წერტილების დამატების საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #09/12/2019-NEO/SERVICE.
საპროექტო სამუშაოების აღწერა:
ნეოგაზის მფლობელობაში არსებულ 12 სადგურზე, ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო სვეტების, საჭირო დანადგარების, მილგაყვანილობის არქიტექტურული და ტექნოლოგიური პროექტირება.
- ტენდერის პირობის ვარიანტი N1. ნებართვის შეთანხმებას ახდენს შემსრულებელი.
მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, პროექტის შესაბამის უწყებებთან შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება.
- ტენდერის პირობა ვარიანტი N2. ნებართვის შეთანხმებას ახდენს დამკვეთი.
მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. მომზადებულ დოკუმენტებზე შემსრულებელმა დამკვეთს უნდა გადასცეს საკუთრებისა და საავტორო უფლება; დოკუმენტები უნდა წარუდგინოს დამკვეთს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.
- პრეტენდენტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ ორივე პირობაზე როგორც ცალცალკე ასევე ერთობლივად.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ფოტო მასალა და რენდერი
- დანართი 1
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (დღგ-ს გარეშე)
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ავტო გაზგასამართი სადგურების გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოები / (#09/12/2019-NEO/SERVICE)
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა. ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 19 დეკემბერი; 15:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები