ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T6322 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამართი სვეტების წერტილების დამატების საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამართი სვეტების წერტილების დამატების საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #09/12/2019-NEO/SERVICE.

საპროექტო სამუშაოების აღწერა:

ნეოგაზის მფლობელობაში არსებულ 12 სადგურზე, ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო სვეტების, საჭირო დანადგარების, მილგაყვანილობის არქიტექტურული და ტექნოლოგიური პროექტირება.  

  • ტენდერის პირობის ვარიანტი N1. ნებართვის შეთანხმებას ახდენს შემსრულებელი.

 მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, პროექტის შესაბამის უწყებებთან შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მოპოვება.

  • ტენდერის პირობა ვარიანტი N2. ნებართვის შეთანხმებას ახდენს დამკვეთი.

მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.   მომზადებულ დოკუმენტებზე შემსრულებელმა დამკვეთს უნდა გადასცეს საკუთრებისა და საავტორო უფლება; დოკუმენტები უნდა წარუდგინოს დამკვეთს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.

  • პრეტენდენტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ ორივე პირობაზე როგორც ცალცალკე ასევე ერთობლივად.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ფოტო მასალა და რენდერი
  • დანართი 1

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (დღგ-ს გარეშე)
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა  იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ავტო გაზგასამართი სადგურების  გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოები / (#09/12/2019-NEO/SERVICE)

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა. ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge;  საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე საკონტაქტო ნომერი:    599 67 14 14

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 19 დეკემბერი; 15:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები