ჩაბარების ვადა:
15 იანვარი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6354 - ფასთა გამოკითხვა SCADA-ს სისტემის სერვერის და ვიზუალიზაციის პანელის მოწყობაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 15 იანვრამდე 17:00.
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა მოკვლევას მომსახურებაზე, SCADA-ს სისტემის სერვერის და ვიზუალიზაციის პანელის მოწყობა 17.12. RFQ/S/IT GIEC-19.
მომსახურების აღწერა:
- ცენტრალურ ოფისში SCADA სისტემის ცენტრალური მართვის პულტი 12 პორტის მხარდაჭერით მოცემული ტექნიკური დავალების (ინგლისურ ენაზე) მიხედვით.
- ჰიდროელექტროსადგურებიდან მოწოდებული ინფორმაციის და მართვის ფარების მდგომარეობის რეალურ დროში ვიზუალიზაციის ეკრანის მოწყობა.
- სერვერის მოწყობა სადაც განხორციელდება ინფორმაციის შენახვა რეალურ დროში და დაარქივება ხანგრძლივი ვადით შემდგომში მისი გამოყენების შესაძლებლობით.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია, მწარმოებელი, კომპანია, ქვეყანა და სტანდარტი.
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 15.01.2020, 17:00 სთ.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი - სკადას სისტემის სერვერის და ვიზუალიზაციის პანელის მოწყობა 17.12. RFQ/S GIEC-19
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge; 568 76 76 59.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96
ტენდერის კატეგორია:
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები