ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6354 - ფასთა გამოკითხვა SCADA-ს სისტემის სერვერის და ვიზუალიზაციის პანელის მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 15 იანვრამდე 17:00.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა მოკვლევას მომსახურებაზე, SCADA-ს სისტემის სერვერის და ვიზუალიზაციის პანელის მოწყობა 17.12. RFQ/S/IT GIEC-19.

მომსახურების აღწერა: 

  • ცენტრალურ ოფისში SCADA სისტემის ცენტრალური მართვის პულტი 12 პორტის მხარდაჭერით მოცემული ტექნიკური დავალების (ინგლისურ ენაზე) მიხედვით. 
  • ჰიდროელექტროსადგურებიდან მოწოდებული ინფორმაციის და მართვის ფარების მდგომარეობის რეალურ დროში ვიზუალიზაციის ეკრანის მოწყობა. 
  • სერვერის მოწყობა სადაც განხორციელდება ინფორმაციის შენახვა რეალურ დროში და დაარქივება ხანგრძლივი ვადით შემდგომში მისი გამოყენების შესაძლებლობით.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია, მწარმოებელი, კომპანია, ქვეყანა და სტანდარტი.
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ; 
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების მიწოდების შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 15.01.2020, 17:00 სთ.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი -  სკადას სისტემის სერვერის და ვიზუალიზაციის პანელის მოწყობა 17.12. RFQ/S GIEC-19  
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge; 568 76 76 59.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები