ჩაბარების ვადა:
24 დეკემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6371 - ტენდერი 40 მვა T1 ტრანსფორმატორის ძალოვანი და მეორადი წრედების აღდგენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ აცხადებს ტენდერს მომსახურების (შემსრულებლის მასალით), კერძოდ, 40 მვა T1 ტრანსფორმატორის ძალოვანი და მეორადი წრედების აღდგენაზე 19/12 -S/T1-KAMP-2019.
მომსახურების აღწერა:
110 კვ მხარე:
- 110 კვ-ის განმმუხტველების გაზომვა. (სტანდარტის დაუკმაყოფილების შემთხვევაში გამოცვლა)
- სალტეების მიერთების აღდგენა, გამთიშველის ორივე მხარეს.
- სალტეების დაერთება 40 მვა ძალოვან ტრანსფორმატორზე.
- აღრიცხვის კვანძი T2 დან გადატანილი იქნას T1-ზე. ან მოეწყოს T1-ზე აღრიცხვის კვანძი.
10 კვ მხარე:
- ჩაიხსნას ყველა T2 ტრანსფორმატორის მომხმარებელი 2T2B(2QF3) და 2T4B(2QF2) უჯრედებზე.
- ჩაიხსნას T2 ტრანსფორმატორის 10 კვ-ის გამომყვანებზე 2T2B(2QF3) და 2T4B(2QF2) უჯრედები.
- T1 ტრანსფორმატორის 10 კვ-ის გამომყვანები დაერთდეს 2T2B(2QF3) და 2T4B(2QF2) უჯრედების შემყვანებზე.
- უჯრედებზე РП6 და ТП92 დაერთდეს 2T2B(2QF3) უჯრედის გამომყვანი.
- 2T4B(2QF2) უჯრედის გამომყვანები დაერთდეს ქარხნის უჯრედზე - КП3.
მეორადი წრედები (დაცვა და სიგნალიზაცია):
- 1QF1; 2QF3; 2QF2 ამომრთველების წრედებში ჩამონტაჟებული და T1 ტრანსფორმატორის 110კვ-ის მხარეს ჩაშენებული დენის ტრანსფორმატორების გამოყენებით მოეწყოს (აღდგეს) T1 ტრანსფორმატორის დენური დაცვები.
- მოეწყოს T1 ტრანსფორმატორის სარეზერვო დაცვები.
- აღდგეს T1 ტრანსფორმატორის სიგნალიზაციის და მართვის წრედები.
- აღდგეს T1 ტრანსფორმატორის ელეგაზური დაცვა.
- მოეწყოს აღრიცხვის კვანძი T1 ტრანფორმატორის 110 კვ-ის მხარეს.
- სარელეო დაცვის ფარის მოწყობა
- მართვის და კონტროლის წრედების მოწყობა.
- სიგნალიზაციის ფარის მოწყობა.
სამუშაოების შესრულების ვადა: 25-30 დეკემბერი.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
სამუშაოების შესრულების ვადა: 25.12.2019 – 30.12.2019.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 24.12.2019, 17:00 სთ.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი - შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“-ის 40 მვა ტ1 ტრანსფორმატორის ძალოვანი და მეორადი წრედების აღდგენა 19/12 -S/T1-KAMP-2019 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge; 568 76 76 59.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
მობ: 598 76 07 96
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა