ჩაბარების ვადა:

24 დეკემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6371 - ტენდერი 40 მვა T1 ტრანსფორმატორის ძალოვანი და მეორადი წრედების აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ აცხადებს ტენდერს მომსახურების (შემსრულებლის მასალით), კერძოდ, 40 მვა T1 ტრანსფორმატორის ძალოვანი და მეორადი წრედების აღდგენაზე 19/12 -S/T1-KAMP-2019.

მომსახურების აღწერა: 
110 კვ მხარე:

  • 110 კვ-ის განმმუხტველების გაზომვა. (სტანდარტის დაუკმაყოფილების შემთხვევაში გამოცვლა)
  • სალტეების მიერთების აღდგენა, გამთიშველის ორივე მხარეს.
  • სალტეების დაერთება 40 მვა ძალოვან ტრანსფორმატორზე.
  • აღრიცხვის კვანძი T2 დან გადატანილი იქნას T1-ზე. ან მოეწყოს T1-ზე აღრიცხვის კვანძი.

10 კვ მხარე:

  • ჩაიხსნას ყველა T2 ტრანსფორმატორის მომხმარებელი 2T2B(2QF3) და  2T4B(2QF2) უჯრედებზე.
  • ჩაიხსნას T2 ტრანსფორმატორის 10 კვ-ის გამომყვანებზე 2T2B(2QF3) და  2T4B(2QF2) უჯრედები.
  • T1 ტრანსფორმატორის 10 კვ-ის გამომყვანები დაერთდეს 2T2B(2QF3) და  2T4B(2QF2) უჯრედების შემყვანებზე. 
  • უჯრედებზე РП6 და ТП92 დაერთდეს 2T2B(2QF3) უჯრედის გამომყვანი.
  • 2T4B(2QF2) უჯრედის გამომყვანები დაერთდეს ქარხნის უჯრედზე - КП3.

მეორადი წრედები (დაცვა და სიგნალიზაცია):

  • 1QF1; 2QF3;  2QF2 ამომრთველების წრედებში ჩამონტაჟებული და T1 ტრანსფორმატორის 110კვ-ის მხარეს ჩაშენებული დენის ტრანსფორმატორების გამოყენებით მოეწყოს (აღდგეს) T1 ტრანსფორმატორის დენური დაცვები.
  • მოეწყოს T1 ტრანსფორმატორის სარეზერვო დაცვები.
  • აღდგეს T1 ტრანსფორმატორის სიგნალიზაციის და მართვის წრედები.
  • აღდგეს T1 ტრანსფორმატორის ელეგაზური დაცვა.
  • მოეწყოს აღრიცხვის კვანძი T1 ტრანფორმატორის 110 კვ-ის მხარეს.
  • სარელეო დაცვის ფარის მოწყობა
  • მართვის და კონტროლის წრედების მოწყობა.
  • სიგნალიზაციის ფარის მოწყობა.

სამუშაოების შესრულების ვადა: 25-30 დეკემბერი.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ; 
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

სამუშაოების შესრულების ვადა: 25.12.2019 – 30.12.2019.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 24.12.2019, 17:00 სთ.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა, ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი -  შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“-ის  40 მვა ტ1 ტრანსფორმატორის ძალოვანი და მეორადი წრედების აღდგენა 19/12 -S/T1-KAMP-2019  წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge; 568 76 76 59.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
მობ: 598 76 07 96

ტენდერის კატეგორია:

  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა